სკოლის ისტორია
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის 11 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1920 წლიდან. იგი ჯერ იწოდებოდა რკინიგზის (ვაჟთა), შემდეგ  25–  და  23– სკოლებად.
 2005 წელს 23– საშუალო და მე–11 რუსული საშუალო სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად დაფუძნდა #11 საჯარო სკოლა.
   2010 წელს სკოლამ 90 წლისთავი დიდი ზეიმით აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ჩაატარა ცოდნის კვირეული, გამოუშვა სკოლის ცხოვრების ამსახველი ბუკლეტი.
       სკოლამ დაარსებიდან დღემდე არაერთი თაობა და ცნობილი ადამიანი აღზარდა. მათ შორის მსახიობები, მეცნიერები და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები. რომელთაგან სამწუხაროდ დღეს ბევრი ცოცხალი აღარ არის თავისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე ბათუმის 11 საჯარო სკოლამ სწავლებისა და აღზრდის  შესანიშნავი ტრადიციები შექმნა.
       სკოლა მუშაობას წარმართავს განათლების რეფორმის მოთხოვნათა
შესაბამისად. პრაქტიკაში ინერგება ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიები და ინოვაციები. შექმნილია ძიების, შემოქმედებითი თანამშრომლoბის ატმოსფერო. პრაქტიკულადაა ხორცშესხმული მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება. ყველაფერი კეთდება მოზარდის ნიჭის, ინტერესების, სწავლის პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისათვის.
       2005 წელს  სკოლამ  მოიპოვა პირველი გრანტი, აღiWურვა კომპიუტერებით, მათ ასათვისებლად გამოყოფილია საათები, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს დაეუფლონ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.
             სკოლას აქვს ქართულის, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ტექნიკის კაბინეტები. მოქმედებს  ქართული ცეკვის ანსამბლი, არასასწავლო პერიოდში ფუნქციონირებს ხელბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის წრეები.
სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ შექმნილია კლუბი „ოქროს საწმისი“, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო, ინტელექტუალურ  სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში.
            2005 წლიდან დღემდე ბათუმის №11 საჯარო სკოლის  არაერთმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადებსა და სასწავლოშემოქმედებით კონფერენციებში ასევე
მონაწილეობა მიიღო  სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებში, საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესასწავლად იმოგზაურა   საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მის ფარგლებს გარეთ.
            საკუთარი ქალაქის ქუჩების სახელების ისტორიის შესასწავლად მოძიებითი სამუშაოები  ჩაატარა რის შემდეგაც მოაწყო ძველი ბათუმის სურათებისა და იმ ადამიანთა ბიოგრაფიების გამოფენა, რომელთა სახელებიც  ქალაქის ქუჩებს აქვს მინიჭებული.
       სკოლა გამორჩეულია აქტიური და ინტერაქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებით ჩატარებული, თავისუფალი, მოდერნიზებელი გაკვეთილებით, სწავლებისა და აღზrდის თვისებრივად ახალ საფეხურზე დაყენებით,  უცხო ენების საფუძვლიანი სწავლებითა და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კულტურული, მოპაექრე, მოაზროვნე, ტოლერანტი პიროვნების აღზრდაფორმირებით.
     2010 წელს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის #11 საჯარო სკოლამ გაიარა ბრენდირება და მოიპოვა 7 ვარსკვლავი.2015 წელს ზეიმით აღნიშნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისთავი
პედკოლექტივი და ადმინისტრაცია ცდილობს  გააგრძელოს  ტრადიციები და სკოლა უფრო მოწინავე და წარმატებული გახადოს.